თამაშის წესები

1. ბილეთის შეძენა

მომხმარებელი ეროვნული ლატარიის ლოტო 6/36-ის ბილეთის შეძენის მიზნით უნდა ეწვიოს შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ერთ-ერთ ვებგვერდს (www.ebetting.ge). აღნიშნულ ვებ-გვერდზე მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. მომხმარებლად რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის შევსება: მომხმარებლის სახელი (user name), პაროლი (password), სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და აქტიური ელ-ფოსტის მისამართი. გარდა აღნიშნულისა, მომხმარებლად რეგისტრაციისათვის აუცილებელია მომხმარებელმა შესაბამის ღილაკზე დაჭერით დაადასტუროს, რომ მისი ასაკი არის 18 წელს ზევით და აგრეთვე შესაბამის ღილაკზე დაჭერით მიიღოს და დაეთანხმოს კომპანიასა და მომხმარებელს შორის შეთანხმების პირობებს. არსებობს აგრეთვე ოფციური ველები, რომლის მომხმარებლისათვის შევსება სავალდებულო არ არის, კერძოდ: სქესი, მისამართი, ტელეფონის ნომერი (სახლის, სამუშაო და მობილური) და ალტერნატიული ელ-ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეექმნა პირადი ანგარიში (account). ბილეთის შეძენის მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს ვირტუალური ბალანსი სპეციალიზირებული მოწყობილობების საშუალებით, კერძოდ ნოვას გადახდის აპარატების საშუალებით ან სხვა საშუალებებით, რომელსაც კომპანია განსაზღვრავს და გამოაცხადებს საჯაროდ. მხოლოდ ვირტუალური ბალანსის შევსების შემდეგ შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს ბილეთი, შემდეგი წესით:

ლოტო 6/36
მომხმარებელი არჩევს 36 ციფრიდან 6, ან მეტ სასურველ ციფრს და გათამაშებების სასურველ რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისათვის მისაღებია შერჩეული კომბინაცია და ბილეთის ღირებულება (რომელიც ეკრანზე გამოისახება ავტომატურად შერჩეული კომბინაციებისა და გათამაშებების რაოდენობის მიხედვით), მომხმარებელი ადასტურებს ბილეთის შესყიდვას შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

ზემოაღნიშნული ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (ოპერაცია წარმატებით დასრულდება, თუ მომხმარებელი სწორად შეასრულებს ყველა მოთხოვნას და ვირტუალურ ბალანსზე იქნება შესაბამისი ბილეთის შეძენისათვის საკმარისი თანხა) სისტემა აგანერირებს ე.წ. ელექტრონულ ბილეთს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
• შესაბამისი ეროვნული ლატარიის თამაშობის დასახელება;
• მითითება, რომ აღნიშნული ეროვნული ლატარიის თამაშობა წარმოადგენს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთ სახეს;
• ეროვნული ლატარიის ლოგო;
• მომხმარებლის მიერ შერჩეული ციფრები;
• გათამაშების თარიღი;
• ბილეთის ღირებულება;
• სერიული (ექსკლუზიური) ნომერი;
• ბილეთის შესყიდვის თარიღი;
• შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" იურიდიული მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი და ბმული რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს შესაბამისი ეროვნული ლატარიის თამაშობის წესს. ხოლო, ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში ეკრანზე გამოისახება შეტყობინება შესაბამისი პრობლემის განმარტებით.

2. გათამაშების შედეგები

შესაბამისი გათამაშების ჩატარების შემდეგ, მოგების შემთხვევაში, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს თავის ელექტრონულ ფოსტასა და რეგისტრირებულ პირად ანგარიშზე მიუვა შეტყობინება, მოგებული თანხის ოდენობის მითითებით.

3. მოგების მოთხოვნა და მოგების განაღდება

ინტერნეტით შეძენილი 1000 ლარს ზევით მოგებახვედრილი ბილეთის განაღდება მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მიერ განსაზღვრულ ბანკში, აუცილებელია მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობის წარდგენა. ბანკი მომხმარებლის პირადი ნომრისა და შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით, ადგენს ნამდვილად არის თუ არა მომხმარებლის მიერ ინტერნეტით შეძენილი ელექტრონული ბილეთი მოგებახვედრილი და ასევე ადგენს მოგებული თანხის ოდენობას. მხოლოდ აღნიშნული პროცედურის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდება მოგებახვედრილი ელექტრონული ბილეთის განაღდება და შესაბამისი მოგების გაცემა. იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტით შეძენილი ბილეთის მოგება შეადგენს 1’000 ლარზე ნაკლებს, მაშინ მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტასა და რეგისტრირებულ პირად ანგარიშზე მიღებულ შეტყობინებაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს მოგების განაღდება. აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის ვირტუალური ბალანსი შეივსება მოგების შესაბამისი ოდენობის თანხით, რომელიც მომხმარებელს შეუძლია გაანაღდოს იგივე წესით სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში ან/და გამოიყენოს ბილეთების შესაძენად.