კითხვა-პასუხი

ზოგადი წესები

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს ”რეგისტრაცია”, რომელიც ვებსაიტის ზედა მარჯვენა მხარეს არის მოთავსებული; შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი, მონიშნეთ ღილაკი ”ვადასტურებ რომ ვარ თვრამეტი წლის ან მეტის და ვეთანხმები პირობებს” და დააჭირეთ ღილაკს ”რეგისტრაცია”.

რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ მობილურ ტელეფონზე მიიღებთ აქტივაციის კოდს, რომლის სათანადო ველში კორექტულად ჩაწერის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ბმული.

ბმულზე დაწკაპუნებით თქვენ დაადასტურებთ, რომ ნამდვილად ბრძანდებით კონკრეტული ელექტრონული ფოსტის მფლობელი, რის შემდეგაც წარმატებით დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს.

  

როგორ გავააქტიურო ანგარიში?

რეგისტრაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ (რეგისტრაციის ფორმის შევსება ვებსაიტზე), თქვენს ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ანგარიშის აქტივაციისთვის აუცილებელი ბმული, რომელზედაც გადასვლით თქვენ დაადასტურებთ, რომ ბრძანდებით კონკრეტული ელექტრონული ფოსტის მფლობელი და სისტემაში წარმატებით დარეგისტრირდებით.

  

როგორ მოვიქცე თუკი რეგისტრაციის დროს ელ. ფოსტა არასწორად მივუთითე ?

რეგისტრაციიდან 3 დღის განმავლობაში თუკი ვერ მოახერხებთ ანგარიშის აქტივაციას თქვენს მიერ დარეგისტრირებული ანგარიში Ebetting-ზე ავტომატურად წაიშლება (გაუქმდება), რაც მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ, წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია.

  

როგორ შევცვალო პაროლი?

დაგავიწყდათ ან დაკარგეთ პაროლი?
პაროლის გამოსაცვლელად საჭიროა: დააჭიროთ ღილაკზე ”პაროლის აღდგენა” რომელიც ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში, მომხმარებლის მენიუში არის მოთავსებული, შეავსოთ ყველა საჭირო ველი და დააჭიროთ ღილაკზე ”დაფიქსირება”, რის შემდეგაც ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ თქვენს (რეგისტრაციის დროს მითითებულ) ელექტრონულ ფოსტაზე.

გსურთ თქვენი პაროლის გამოცვლა?
თუ არ დაგიკარგავთ პაროლი, მაგრამ გსურთ რომ შეცვალოთ იგი, სისტემაში შესვლის შემდეგ, დააჭირეთ მომხმარებლის მენიუდან ღილაკზე ”პროფილი”, შემდეგ - ღილაკზე „პაროლის შეცვლა“, შეავსეთ სათანადო ველები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაფიქსირება“.

  

როგორ შევცალო მომხმარებლის სახელი?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენ ვერ შეცვლით მომხმარებლის სახელს

  

როგორ შევცვალო სახელი და გვარი?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, არ გაქვთ უფლება შეცვალოთ თქვენი სახელი და გვარი.

  

როგორ შევცვალო პირადი ნომერი?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ვერ შეცვლით პირადი ნომერს.

  

როგორ შევცვალო მისამართი?

სისტემაში შესვლის შემდეგ, დააჭირეთ მომხმარებლის მენიუდან ღილაკზე ”პროფილი” (ვებსაიტის მარჯვენა ზედა კუთხეში), შემდეგ - ღილაკზე „შესწორება“, შეავსეთ სათანადო ველი/ველები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაფიქსირება“.

  

როგორ შევცვალო ელ.ფოსტა?

სისტემაში შესვლის შემდეგ, დააჭირეთ მომხმარებლის მენიუდან ღილაკზე ”პროფილი” (ვებსაიტის მარჯვენა ზედა კუთხეში), შემდეგ - ღილაკზე „შესწორება“, შეავსეთ სათანადო ველი/ველები და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაფიქსირება“.

  

რა არის ჩემი ანგარიშის ნომერი და სად უნდა ვნახო?

ანგარიშის ნომერი არის ყოველი რეგისტრირებული მომხმარებლის უნიკალური ნომერი რომელსაც სისტემა ანიჭებს მომხმარებელს. მისი ნახვა შეგიძლიათ სისტემაში შესვლის შემდეგ, ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ მომხმარებლის მენიუში (ID) ან “ბალანსის შევსება” ღილაკზე დაჭერით.

  

ბალანსის შევსება

VISA
ანგარიშის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ქართული ბანკების მიერ გაცემული VISA ბარათებით.

ბალანსის შესავსებად აუცილებელია:
1. შეხვიდეთ სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით;
2. დააჭიროთ ღილაკზე „ბალანსის შევსება“;
3. დააჭიროთ VISA ბარათით შევსების ღილაკს;
4. ჩაწეროთ სასურველი თანხა შესაბამის ველში და დააწვეთ ღილაკს “გამომიგზავნე ვალიდაციის კოდი”.
5. თქვენს მობილურ ტელეფონზე მოგივათ სმს-ი ტრანზაქციის ვალიდაციისთვის აუცილებელი კოდით, რომელიც უნდა ჩაწეროთ შესაბამის ველში.
6. გადახვალთ ლიბერთი ბანკის დაცულ გვერდზე, სადაც მიუთითებთ თქვენი ბარათის თექვსმეტნიშნა ნომერს, ბარათის უკანა მხარეს მოთავსებულ სამნიშნა კოდს, ბარათის მფლობელის სახელსა და გვარს (დიდი ლათინური ასოებით), ბარათის მოქმედების ვადას და ტრანზაქციის წარმატებით დასასრულებლად აჭერთ ღილაკს “დიახ”.


"Nova"-ს სწრაფი გადახდის აპარატი

ბალანსის შესავსებად აუცილებელია:
1. მიბრძანდეთ ნებისმიერი NOVA-ს სწრაფი გადახდის ტერმინალთან;
2. აპარატის ეკრანზე მოიძიოთ კატეგორია: “ტოტალიზატორი, პოკერი, კაზინო” და დააჭიროთ მას;
3. აირჩიოთ Ebetting-ის ლოგო;
4. შეიყვანოთ მომხმარებლის ანგარიშის ნომერი და დაელოდოთ მონაცემების გადამოწმებას.
5. მას შემდეგ, რაც აპარატის ეკრანზე გამოჩნდება თქვენი მომხმარებლის სახელი, ჩარიცხეთ სასურველი თანხა.

მინიმალური შესატანი თანხა - 1 ლარი.


  

რომელი ვალუტით შემიძლია თამაში?

თამაში, მხოლოდ ქართული ეროვნული ვალუტით, ლარით არის შესაძლებელი.

  

როგორ გავანაღდო მოგება?

მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში; აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თუ მოგებული თანხა, რომილს განაღდებაც გსურთ ნაკლებია 2 ლარზე, ბანკის მომსახურების საკომისიო 0 ლარია; ხოლო თუკი მოგებული თანხა აღემატება 2 ლარს, საკომისიო შეადგენს თანხის 0,25%, მინიმუმ 0,5 ლარს.

1000 ლარზე ზემოთ მოგებული თანხა უნდა გაანაღდოთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მას ვერ გადაიტანთ/ჩაირიცხავთ თქვენს ვირტუალურ ანგარიშზე.

  

შემიძლია ჩემს ვირტუალურ ანგარიშზე ჩემს მიერ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ!

თქვენს მიერ ჩარიცხული თანხის განაღდება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. განაღდების საკომისიო 5%-ია, რომელსაც ემატება „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების საკომისიო (თუ გასანაღდებელი თანხა ნაკლებია 2 ლარზე, ბანკის მომსახურების საკომისიო 0 ლარია; ხოლო თუკი თანხა აღემატება 2 ლარს, საკომისიო შეადგენს თანხის 0,25%, მინიმუმ 0,5 ლარს).

  

რა სიხშირით და როდის ტარდება ლოტო 6/36-ის გათამაშება?

ლოტო 6/36-ის გათამაშება ტარდება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 20:45 საათზე, ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

  

როგორ ვითამაშო ლოტო ინტერნეტით?

ლოტოს სათამაშოდ საჭიროა შეხვიდეთ სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. ამის შემდეგ გადადით ლოტოს გვერდზე, დააჭირეთ ღილაკზე „ახალი ბილეთი“, აირჩიეთ „ლოტო სტანდარტი“ ან „ლოტო სტანდარტი+“, აირჩიეთ სასურველი კომბინაცია (შეგიძლიათ შეავსოთ 5 სხვადასხვა ბილეთი), მიუთითეთ რამდენ გათამაშებაში გსურთ მონაწილეობის მიღება, დაწკაპუნეთ ღილაკზე „ვითამაშოთ“, დარწმუნდით მონაცემების სისწორეში და დააჭირეთ ღილაკზე „გადახდა ბალანსიდან“.

  

რა ღირს ლოტოს ბილეთი?

თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაციის საფასური 2 ლარია.

  

ლოტოს გათამაშების დღეს, რომელ საათამდე არის შესაძლებელი ბილეთების შეძენა?

გათამაშების დღეებში ბილეთების შეძენა 20:30 წუთამდე არის შესაძლებელი.

  

როგორ გადავიტანო ლოტოში მოგებული თანხა ბალანსზე?

საჭიროა, შებრძანდეთ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით მთავარ სისტემაში, შემდეგ გადახვიდეთ ლოტოს ტაბში, სადაც დაგხვდებათ შეტყობინება მოგების შესახებ. "OK" ღილაკზე დაჭერით მოახერხებთ 1,000 ლარის ჩათვლით თანხის გადატანას ბალანსზე; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოგება აღემატება 1,000 ლარს, მოგება უნდა გაანაღდოთ მხოლოდ ლიბერთი ბანკში, მას ვერ გადაიტანთ ბალანსზე.

  

რა პერიოდის განმავლობაში არის შესაძლებელი ლოტოში მოგებული თანხის ბალანსზე გადატანა?

გათამაშების გამართვის დღიდან 60 დღის ვადაში შეგიძლიათ მოითხოვოთ მოგება, ამისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისინოთ, რომ:

1. თუ თქვენი მოგება არ აღემატება 1,000 ლარს ზემოაღნიშნულ ვადაში უნდა მოახერხოთ თანხის ბალანსზე გადატანა;
2. თუ თქვენი მოგება აღემატება 1,000 ლარს ზემოაღნიშნულ ვადაში ლიბერთი ბანკის მეშვეობით უნდა გაანაღდოთ მოგებული თანხა.